ფორმის განსაზღვრა და მასალის შერჩევა მეტ-ნაკლება ადვილი იყო - ფორმით მივამსგავსეთ ნამდვილი სეგვეის საჭის ფორმას, ხოლო მასალად ავიღეთ სქელკედლიანი ალუმინის მილი.
საჭის მექანიზმის მოფიქრება ცოტა რთული ამოცანა იყო. ნეიტრალურ მდგომარეობაში საჭეს ვერტიკალური მდგომარეობა უნდა ეჭიროს. მოხვევებისას - მცირედი ძალის დახმარებით შესაბამის მხარეს (მარჯვნივ, ან მარცხნივ) უნდა გადაიხაროს, ხოლო ძალის მოხსნისას, ისევ ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა დაბრუნდეს. უნდა მოგვეფიქრებინა გარკვეული ზამბარისებრი მექანიზმი, რომელიც საჭეს ასეთ მოძრაობას შეაძლებინებდა.
ბოლო-ბოლო მოვიფიქრეთ, როგორ გაგვეკეთებინა, თუმცა ზამბარები ცოტა სუსტია, ამის გამო საჭე ზედმეტად "ქანქარებს" არ ყოფნის ზამბარების ძალა, რომ ვერტიკალურად მყარად გააჩეროს. უფრო ძლიერი ზამბარების დაყენების მერე, ეს პრობლემა სავარაუდოდ უნდა მოიხსნას.
No comments:
Post a Comment