ამ პროექტს მოკლედ დავარქვით "სეგვეის" პროექტი, რადგანაც ვაწყობთ
სეგვეისნაირ პერსონალურ ტრანსპორტერს.
რას ნიშნავს თვითბალანსირებადი პერსონალური ტრანსპორტერი: ეს არის ერთი ადამიანის გადაადგილების საშუალება, რომელიც ელექტროძრავების საშუალებით დაგორავს ორ თვალზე (ბორბალზე) და თვითონ, ავტომატურად იკავებს წონასწორობას, რომ არ გადაყირავდეს. შედარებისთვის, ორთვლიან ველოსიპედსაც შეიძლება დავარქვათ პერსონალური ტრანსპორტერი, მხოლოდ, ბალანსირებას (წონასწორობის შენარჩუნებას) ადამიანი ახდენს.
ესეთი თვითბალანსირების მიღწევა საკმაოდ საინტერესო პროგრამული ამოცანაა და მისი გადაწყვეტისათვის ბევრი საინტერესო ექსპერიმენტული რობოტი, თუ გადაადგილების (საფრენიც) საშუალებებია შექმნილი მსოფლიოში, ენთუზიასტების და სტუდენტების მიერ. ყველაზე ცნობილი კომერციული პროდუქტი კი არის სეგვეი (
Segway).
ბალანსირების ძირითადი პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ აღებულია ადამიანის მიერ წონასწორობის შენარჩუნების უნარიდან: მაგალითად, თუ კაცი დადგება ფეხებმიტყუპებული და უკნიდან (ან წინიდან) ვინმე მოულოდნელად ჰკრავს ხელს, ავტომატურად ადამიანი, საითაც ვარდება იქით გადადგავს ნაბიჯს, რომ არ დავარდეს. მეორე მაგალითი: ყველას უცდია გრძელი ჯოხის ხელის გულზე დადებული ვერტიკალურად გაჩერება. ამ დროს, საითაც იხრება ჯოხი, იქით მიგვაქვს ხელი (შესაბამისად ჯოხის ქვედა ბოლო), რომ ისევ ვერტიკალურ მდგომარეობაში მოვიყვანოთ. ანალოგიურად მოქმედებს სეგვეი: თუ იგი გადაიხრება თავისი ვერტიკალური (ან ბალანსირებული) მდგომარეობიდან, მაგალითად წინ, ამუშავდება ელექტროძრავები, და წინ დატრიალდებაა, ასეთნაირად "წინ უხვერდებს თავის ფეხს", და ისევ ვერტიკალურ მგრომარეობაში მოყავს, უკან გადახრისას, შესაბამისად უკან ტრიალებს. ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც ყველა მიმართულებით შეუძლია შეინარჩუნოს წონასწორობა, სეგვეის მხოლოდ წინ და უკან სჭირდება ეს უნარი, რადგანაც მარცხნიდან და მარჯვნიდან თვითონ ბორბლები აგვარებს წონასწორობის საკითხს.
რაც შეეხება გადადგილებას, თუ სულ წინ იქნება გადახრილი ადამიანი, სეგვეის გონია, რომ წინ ვარდება და ბორბლებს სულ წინ ატრიალებს (ვირის და ჯოხზე ჩამოკიდებული სტაფილოს პრინციპი, როდესაც ვირი სულ ცდილობს რომ მისწვდეს სტაფილოს და ამისათვის წინ მიდის). იგივე პრინციპია უკან მოძრაობისას.